... ... hotnews.ge - დედაქალაქი

N16 საბავშვო ბაღის მიმდებარედ კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის N181-ში, N16 საბავშვო ბაღის მიმდებარედ, ბილიკებისა და განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 
პროექტის ფარგლებში, 440 კვ. მ ფართობი კეთილმოეწყობა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 200 000 ლარია გამოყოფილი. 
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

გლდანის ნაწილს გაზი არ აქვს - აღდგენის დრო

"თბილისი ენერჯის" ცნობით,  გლდანში, 197 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

კომპანია აცხადებს,  ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 4 აპრილს, 16:00 საათზე აღდგება.

 

სამგორში, ვლადიმერ დავითაშვილის I შესახვევში ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, ვლადიმერ დავითაშვილის I შესახვევში ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 1 430 კვ. მ ფართობზე კეთილმოეწყობა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 89 000 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა

აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი, რომელიც ძირითადად კეთილმოწყობის სამუშაოებს მოიცავდა, დასრულდა. რეაბილიტაციის შედეგებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. საზოგადოებას ვუთხარით, რომ დარჩენილი სამუშაოები მარტის ბოლოსთვის დასრულდებოდა. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული გამზირი მთლიანად მოწესრიგდა. გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დამონტაჟდა განათების ახალი ბოძები და განთავსდა ნარჩენების მიწისქვეშა ურნები. ამჟამად მიმდინარეობს .საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოები, რომელიც კიდევ უფრო ალამაზებს გამზირს. მიხარია, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, რომ კიდევ ერთი მოწესრიგებული, რეაბილიტირებული გამზირი შეემატა ჩვენს დედაქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წერეთლის გამზირზე ჩატარებული რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები მოიცავდა მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას, საჰაერო სადენების მიწისქვეშ განთავსებას, ტროტუარების, უსაფრთხოების კუნძულების, გარე განათების ქსელისა და ასფალტის საფარის მოწყობას, ლედლამპიონების მონტაჟს, მოსაცდელებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლების მოწყობას, მიწისქვეშა ურნების განთავსებას. რამდენიმე დღეში დასრულდება გამწვანების სამუშაოებიც.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, „თბილსერვისჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი.

წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულებულია - კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულდა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"იცით, რომ სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. ვთქვით, რომ მარტის ბოლოსთვის დასრულდებოდა სხვა დანარჩენი სამუშაოები, რაც დარჩენილი იყო. ეს იყო გარე განათებების ახალი ბოძების მონტაჟი, ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ ჩატანა, ნარჩენების მიწისქვეშა ურნების მოწყობა, ყველაფერი, რაც გასაკეთებელი იყო, მარტის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, ასევე იყო გარკვეული ხარვეზები, რომელიც გამოსწორებას საჭიროებდა. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულებულია, გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება", - თქვა კალაძემ.

მიმდინარე წლის 16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი შეუწყვიტა. საქმე ეხება ორ კონტრაქტორ კომპანიას - შპს ერ ტე დეს და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს.

მერიის განცხადებით, ინსპექტირებისას დაფიქსირდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა და კომპანიების მიერ ობიექტზე სამუშაოების შეფერხებით შესრულება.

მეორე დღე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის იანვრის ბოლომდე დასრულებისთვის მერიამ 4 კომპანიასთან კონტრაქტები გააფორმა. კონტრაქტის ჯამური ღირებულება 17,5 მილიონ  ლარი იყო. 

თბილისის მერია ბიზნესსექტორს პერსონალური კონსულტანტის მომსახურებას სთავაზობს

თბილისის მერიამ პირველი აპრილიდან ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის პერსონალური კონსულტანტის მომსახურების სერვისი აამოქმედა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ელექტრონულ პორტალზე consultant.tbilisi.gov.ge რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.

„თბილისის მერია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პერსონალური კონსულტანტის მომსახურებას სთავაზობს. სერვისი ამოქმედდა მიმდინარე წლის პირვეელი აპრილიდან და რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე consultant.tbilisi.gov.ge. აღნიშნული სერვისის ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მათ მიერ რეგისტრირებულ განაცხადში წარმოდგენილ ერთ ან მეტ მიწის ნაკვეთზე ან კონკრეტულ არეალზე მიიღონ ნებისმიერი მათთვის საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ქალაქთმშენებლობით წარმოებას, დოკუმენტის განმარტებას, სამშენებლო ნებართვასა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესზე კონსულტაციას.

პერსონალური კონსულტანტის მომსახურება შესაძლებელი იქნება წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. განაცხადის რეგისტრაციისთანავე გამოიყოფა კონკრეტული კონსულტანტი, რომელიც დაუკავშირდება ბიზნესსექტორის წარმომადგენელს და ინდივიდუალური, სატელეფონო კონსულტაციის რეჟიმში მოემსახურება მას. თანამშრომელი შეისწავლის არეალს, უპასუხებს დამკვეთის შეკითხვებს, განუმარტავს დოკუმენტაციას და მისცემს შესაბამის მიმართულებას წარმოების შედეგიანად მიმდინარეობისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული მომსახურება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეუქმნის ნიადაგს წარმოების სწორად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის, რაც საბოლოოდ შეამცირებს წარმოების დროს.

„თითოეულ განაცხადზე მომსახურების გაწევის მინიმალური ვადაა სამი თვე. რაც შეეხება მომსახურების საფასურს, ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთისთვის სამ თვეზე 6 000 ლარია, რაც თვეში შეადგენს 2 000 ლარს; ერთიდან ხუთ ჰა-მდე მიწის ნაკვეთისთვის შეადგენს 12 000 ლარს; იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის ფართობი აღემატება ხუთ ჰა-ს, მომსახურების საფასური შეადგენს 30 000 ლარს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, პირადი კონსულტანტები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ინდივიდუალურ რეჟიმში მოემსახურებიან შემდეგი მიმართულებებით: ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავებისა და დამტკიცებისათვის ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ადმინისტრაციულ ორგანოებში, კანონმდებლობით დადგენილი ვადების ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოებისთვის კოორდინაციის პროცესში ხელშეწყობა; შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული შენიშვნის/ხარვეზის/მოთხოვნის განმარტება.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი სერვისია, რომელიც ადამიანებს გაუადვილებს მშენებლობის ნებართვის მიღებას, სხვადასხვა დოკუმენტთან ან არეალთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას და ა.შ. ამისთვის თანამშრომლები სპეციალურად გადავამზადეთ, გაიარეს სტაჟირება. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს იმისთვის, რომ თითოეული კონსულტანტი ყველანაირად კვალიფიციური იყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სამგორის გამგებელი კოლეჯ "სპექტრს" ესტუმრა

სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძე, რაიონის მაჟორიტარი რეზი სოხაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ქეთი ჩარკვიანი საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ ესტუმრნენ. 
სტუმრები გაეცნენ კოლეჯის სასწავლო პროცესს, პროგრამებსა და ინფრასტრუქტურას. ასევე, სიახლეების გაცნობის მიზნით დაიგეგმა ერთობლივი შეხვედრა სამგორის რაიონის ახალგაზრდობასთან. 
➡️აღნიშნული კოლეჯი სამშენებლო მიმართულების 24 პროგრამას ახორციელებს. 2024 წლის გაზაფხულზე გამოცხადდება მიღება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

 

სამგორის რაიონში, იოსებ ალავერდელის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დასრულდა

სამგორის რაიონში, იოსებ ალავერდელის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დასრულდა. 
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 3 555 კვ.მ-ის მოცულობის ფართობზე დაიგო, რისთვისაც რაიონის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 500 000 ლარი გამოიყო. 
სამუშაოებს სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ აქვს - მისამართები და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს GWP ავრცელებს.

  • გლდანის რაიონში - დავით სარაჯიშვილის ქ. N18ა-სთან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:15-დან 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: სარაჯიშვილის 45-119, 20-118, რიონი თავის შესახვევებით, მიხაკო წერეთელი, ფოცხიშვილი, ანდრონიკაშვილის 1 შესახვავი, ბარბარე ერისთავ ჯორჯაძე.
     
  • ნაძალადევის რაიონში - ზღვის უბანი, 3 მკ-რ 4 კვ. N59-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 30/03 17:00-დან 31/03 04:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ზღვის უბნის მე-3 მკ-რ, მე-3 კვარტლის 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 52, ზღვის უბნის მე-3 მკ-რ, მე-4 კვარტლის 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60 და 63 კორპუსებს.

    წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 31/03/2024 12:00-მდე

  • ისნის რაიონში - კონსტანტინე ამირაჯიბის ქ. N51-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02:40-დან 12:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: მეტრომშენის დასახლებაში-ტვიშის, ხომერიკის(მიქელაძე), მესხეთის, კაკაბეთის, ტოლენჯის, წალენჯიხის, ყვარლის, რატილის, კალანდაძის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, 13 იანვრის, შერვაშიძის, აფანასიევის, ონიანისა, გეზათის, რომან გვენცაძის, ბათლომეო ხუციშვილის ქუჩებს და ბუშის 5 ჩიხს.

  • საბურთალოს რაიონში - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. N 22-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 00:50-დან 14:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ფანასკერტელ-ციციშვილის ქ N 9, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 22 კორპუსებს. 

  • ნაძალადევის რაიონში - ჩარგლის და ლიახვის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 30/03 14:00-დან 31/03 02:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: რამაზ შენგელიას ქუჩის N 9 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  29/03 11:00-დან 30/03 08:00-საათამდე წყალმომრაგება შეუწყდება: გმირ კურსანტთა ქუჩა (სრულად), ვეკუას N10, N17, ხიზაბავრის N5. გურამიშვილის გამზ. N15ბ, 31, 25, 27,29, თიანეთის ქუჩის  N97-N137 (კენტებს), N84-N104 (ლუწებს), ჩარგლის N1-N71 (კენტებს), N2-N56 (ლუწებს), N79, სანზონის N2,3,4,5,9,10,11,15,18,19,20,21,28, გუდამაყრის, ბუაჩიძის, სიხარულიძის, ჟინვალის, კურნატოვის, სართანიას, ზიგზაგის, ჭოპორტის, ღოღობერიძის ღრმაღელის, ქსოვრელის, კნოლევის, დაისის, იმერეთის, ზედაზნის, რიონჰესის, მეუნარგიას, ზაზიშვილის, წრომის, ქებურიას, გლინკას, ხორნაბუჯის, გარეჯელის, გულრიფშის, ვეშაპურის, ბაჟანიშვილის, ბოგვის, რატევანის, შენგელაიას, ნაგომარის, მუხრანის, თამარაშვილის (ყოფილი მესხიშვილის),  ხუდადოვის N56, ტოროშელიძე, გვაზაური, სადმელი, ლიახვის N 44, სააკაძის,  ნიკო მარის ქუჩებს, ხინკლის სახლს, წაღვერის ქუჩა, ც.დადიანის N7 (ყველა 7 ნომერს),N255, N 305-323, ბენდელიანის N 1-40 (ყველას), გურგენიძის N 18, ჭყონდიდელის N 26-40.

    წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 31/03/2024 09:00-მდე.

წერეთლის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობის სქემა შეიცვალა

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, აკაკი წერეთლის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის მიმდებარედ, მოძრაობის სქემა შეიცვალა. 

მათიევე ცნობით, შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან გადაადგილება შესაძლებელი იყო წერეთლის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქსნის ქუჩის მიმართულებით.

გარდა ამისა, რეაბილიტაციის შემდეგ წერეთლის გამზირიდან მარცხნივ მოხვევა აიკრძალა და მოძრაობა დასაშვებია ტრანსპორტის ქუჩისკენ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხვედრა კი ნებადართულია შალიკაშვილის სახელობის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან მარცხნივ მოხვევით, ნონა გაფრინდაშვილისა და ფეიქართა ქუჩების მიმართულებით.

სამგორის გამგებელი 156-ე სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ბექა მაყაშვილი ამჯერად 156-ე საჯარო სკოლის მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებსა და დირექტორს შეხვდნენ.

შეხვედრაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში მოზარდებისთვის საინტერესო და პრობლემატური საკითხები განიხილეს.

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პირველი ორი მარშრუტის შემთხვევაში, მოლოდინის დრო შემცირდება 8 წუთამდე, N370-ზე – 15 წუთამდე, N381-ზე – 17 წუთამდე, ხოლო N388-ზე – 10 წუთამდე.

„აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობას 50 ერთეული 18- მეტრიანი ავტობუსი ემსახურება, გამოთავისუფლებული რესურსი სწორედ იმ მარშრუტებზე ნაწილდება, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება. ეს ის 12-მეტრიანი ავტობუსებია, რომლებიც მანამდე N301, N302, N308-სა და N314-ზე მოძრაობდნენ. 24 სხვადასხვა მარშრუტზე ავტობუსების დამატების პროცესი 23 მარტიდან დაიწყო და 6 აპრილს დასრულდება.“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.