... ... hotnews.ge - დედაქალაქი

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ აქვს - მისამართები და აღდგენის დრო

GWP-ის ცნობით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. კომპანია მისამართებსა და აღდგენის დროს ავრცელებს.

  • მთაწმინდის რაიონში, 29/03 00:15-დან 29/03 13:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: რ. ლაღიძის ქუჩას, თაბუკაშვილსი N30-N48 (ლუწები) N25-N53 (კენტები), ქუთათელაძე, მესხია, რუსთაველის გამზირსი N25.

  • სამგორის რაიონში, 28/03 23:00-დან 29/03 11:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: ლილოს დასახლება 1, 2 მკ/რ რაიონებს, 1 კვარტალს, მე-2 კვარტლის N 1- 8 კორპუსებს, მე-4 და მე-5 კვარტალს, ჭირნახულის ქუჩას, სტურუას ქუჩას, მეფრინველეობის ქუჩას, აფხაზავას ქუჩას, ნამორაძის ქუჩას, სოფ.დიდი ლილო, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), არსენ მეკოკიშვილის, საქნავთის დასახლებას, სადგური ლილოს დასახლება, ლოჭინოს დასახლებას, სოფელ გამარჯვებას, ლუდსახარშ „კასტელ ჯორჯიას“, სოფ. წინუბანს, ნასაგურს, ვაზიანის სამხედრო ნაწილს, ვარკეთილის მეურნეობას, თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგს“(კუპრაძის ქუჩა) და მის მიმდებარე დასახლებებს, ორხევის დასახლებას და თეთრიხევის დას.

  • ნაძალადევის რაიონში, 28/03 20:30-დან 29/03 09:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: ჟველაურის ქუჩას.

  • კრწანისის რაიონში, სოღანლუღის სატუმბო სადგურს შეუწყდა ელ.ენერგიის მიწოდება. აღდგენის დროს შეგატყობინებთ მოგივანებით. წყალმომარაგება შეუწყდა: გიგანტის დასახლებას, სოფ. კრწანისს, იარუჯას სამხედრო ნაწილს და სოფლის ნობათს.

  • მთაწმინდის რაიონში, წავკისის სატუმბო სადგურს შეუწყდა ელ.ენერგიის მიწოდება, აღდგენის დროს შეგატყობინებთ მოგვიანებით. წყალმომრაგება შეწყვეტილი აქვს: დაბა კოჯორს, დაბა კიკეთს, სოფელ ბეთანიას, კვესეთს და სამადლოს.

სამგორის გამგებელი 216-ე სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ბექა მაყაშვილი 216-ე საჯარო სკოლის მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და დირექტორს შეხვდნენ.
შეხვედრაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში მოზარდებისთვის საინტერესო და პრობლემატური საკითხები განიხილეს.

სამგორის გამგეობამ, ვარკეთილი 3-ის, IV მ/რ-ში წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა

სამგორის რაიონის გამგეობამ, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილი 3-ის, IV მ/რ-ში, კორპუსი N425-ის მიმდებარედ წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.
რეაბილიტირდა 12 ჭა და მოეწყო დაახლოებით 300 გრძივი მეტრი მოცულობის წყალარინების ქსელი.
სამუშაოების შესასრულებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 98 580 ლარი გამოიყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე კახა ბოლქვაძე გაეცნო.

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ჩამონათვალი

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს:

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის, სოფელი ტაბახმელას და სოფელი წავკისის მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის, ილორის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ბორჯომის, ცაბაძის და ლებანიძის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3  II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მაისურაძის, თრიალეთის, ხომლელის და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.  

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ღამის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

უსაფრთხოების მიზნით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის დარჩენილი ნაწილის გამაგრება იწყება.

თბილისის მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოებს, რომელიც 28 მარტიდან დაიწყება და ზაფხულის ბოლომდე დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტის მიხედვით, კლდის გაწმენდის სამუშაოები ჩატარდება და ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე მოეწყობა.

„პროექტის ფარგლებში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 00:00-დან 07:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

ღამის საათებში დაწესებული შეზღუდვა სამუშაოების დასრულებამდე იმოქმედებს, რა დროსაც ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით.

რაც შეეხება დღის საათებს, ტერიტორიაზე დაწესდება ნაწილობრივი შეზღუდვა და მძღოლები მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილდებიან“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფეხბურთის გამო ავტობუსები ღამის 2 საათამდე იმუშავებს

26 მარტს, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება.

მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მეტრო მუშაობას, 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება.

გარდა ამისა, ავტობუსები – N301, N306, N308, N310, N311, N314, N315, N320, N326, N327, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N378, N381, N384, N386, N388, N391 და N397 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ.

„დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალურ მატჩს გამართავს. მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება.

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ ზონაში მისვლა გულშემატკივარს 19:00 საათიდან შეეძლება.

 

 

ვარკეთილის ზემო პლატოს, II მ/რ-ს მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობა, ვარკეთილის ზემო პლატო II მ/რ კორპუსი N20-ის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოს ახორციელებს.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 100 286 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.
 
 

„დინამო არენაზე“ დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს

საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება.

მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება.

გარდა ამისა, ავტობუსები - N301, N306, N308, N310, N311, N314, N315, N320, N326, N327, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N378, N381, N384, N386, N388, N391 და N397, 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ.

„დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალურ მატჩს გამართავს. მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება.

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ ზონაში მისვლა გულშემატკივარს 19:00 საათიდან შეეძლება.

ინფორმაციას თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ზონალურ-საათობრივი პარკირება 11 ათასამდე ადგილზე მოქმედებს

2019 წლიდან დღემდე ზონალურ-საათობრივი პარკირება თბილისის 220 ქუჩაზე მოქმედებს. როგორც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნინო ბაგაშვილმა bmg-ის განუცხადა, საუბარია ჯამურად 11 ათასამდე ადგილზე. მისივე თქმით, 1-ელი აპრილიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებულ 1 300-მდე ადგილზეც ამოქმედდება.

„ზონალური პარკირება მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ამ ეტაპზე ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა უბანში დაახლოებით 220 ქუჩაზე მეტ ადგილას არის ზონალურ-საათობრივი პარკირება. ეს გულისხმობს 11 ათასამდე საპარკინგე ადგილს, მათ შორის არის რა თქმა უნდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ადგილები, ტაქსებისთვის განკუთვნილი ადგილები, ასევე ელექტრო მანქანების დასამუხტი ადგილები. 1-ელი აპრილიდან უერთდება მას წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე არსებული პარკირება, რაც გულისხმობს 1 300-მდე ზონალურ საათობრივი პარკირების ამოქმედებას.

ეს არის პროცესი და ამ პროცესში იგეგმება საჭიროებიდან გამომდინარე სად უნდა ამოქმედდეს. ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის იმაზე თუ რამხელაა მობილობა. ზონალურ-საათობრივი პარკირება ქალაქის სხვადასხვა უბნებს კიდევ დაემატება თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტული დაგეგმილი ქუჩები არ გვაქვს.

მიზანი არის საპარკინგე ადგილების ეფექტურად და თანაბრად გამოყენება, ამიტომ ნადვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს.“ - განაცხადა ბაგაშვილმა.

მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დიდუბის რაიონის მცხოვრებლებს მოუწოდა, უფასო პარკირებით სარგებლობასთან დაკავშირებული შეფერხებების პრევენციისთვის, მუნიციპალურ პავილიონებს დროულად მიმართონ და საკუთარი ავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დაარეგისტრირონ.

გასულ წელს bmg-ითვის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები თანხობრივად ასე ნაწილდებოდა:

2021 წელს - 6 164 730 ლარი;

2022 წელს - 12 840 530 ლარი;

2023 წელს (1 მაისამდე) – 10 923 500 ლარი.

 

 

წყარო:bm.ge

ჩუღურეთის რაიონის ნაწილს წყალი არ აქვს - აღდგენის დრო

GWP-ის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში, გორკის და გოცირიძის კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 00:45-დან 12:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა:

  • ჩიქობავას, ქვლივიძის, გოცირიძის, ტერ. გრანელის, ბენაშვილის, მამარდაშვილის , არაგვისპირელის , ვერჰანის , ბუხაიძის , გორკის , ჩაისუბნის , კუმისის , თოიძის , წმინდა ნიკოლოზის, ნ. ჩხეიძის, მარჯანიშვილის N53-67-(ლუწებს), N46-56(ლუწებს). ჩიტაიას N46-56(ლუწებს) N 1- 7(კენტებს). მარჯანიშვილის შეს. ადიგენის, ახალციხის, ნათიშვილს, ოსიაურის, ლენტეხის, კალანდარიშვილის, ციმაკურიძის, შურდულის და ანთელავას ქუჩებს.

დიღმის ნაწილს გაზი არ აქვს - აღდგენის დრო

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, დიღომში ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 276 აბონენტს. როგორც კომპანიაში ამბობენ, გაზის მიწოდება 15:00 საათზე აღდგება. 

 

 

ვარკეთილი-3-ის მესამე მ/რ-ში სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა

ვარკეთილი-3 ის III მ/რ-ში, კორპუსი 342-343 მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცე ეწყობა. პროექტის ფარგლებში, კეთილმოწყობის სამუშაოები 4 162 კვ.მ ფართობზე ჩატარდება.
აღნიშნულ სივრცეში დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების, სანაგვე ურნებისა და მოსასვენებელი სკამების განთავსება. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი წყლის სისტემები, ასევე გამწვანდება ტერიტორია.
 სამუშაოებისთვის, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია „ალგე ჯგუფი“ ახორციელებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 636 842 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან ერთად გაეცნო.