... ... hotnews.ge - დედაქალაქი

N302-ის, N308-ისა და N314-ის შემდეგ, ახალი ავტობუსები N301 მარშრუტზე იმოძრავებენ - მერია

N302-ის, N308-ისა და N314-ის შემდეგ, MAN-ის მარკის ავტობუსები დღეიდან N301 მარშრუტზე იმოძრავებენ. ამის შსახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდა.

„კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.

ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, ასევე, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ასევე, განთავსებულია მობილურის დასატენი წერტილები და WIFI მოწყობილობა.

აღსანიშნავია, რომ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში გასულ წელს შეისყიდა. დედაქალაქს 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უკვე ემსახურება, დამატებით 110 ერთეული კი მიმდინარე წლის ბოლომდე შემოვა“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

სამგორის გამგეობის ინიციატივითა და ორგანიზებით, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, მორიგი საგანმანათლებლო კვირეული მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობის ინიციატივითა და ორგანიზებით, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, მორიგი საგანმანათლებლო კვირეული მიმდინარეობს. 

15-დან 20 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ტრადიციისამებრ ბაკურიანში ხუთდღიანი სხვადასხვა თემატიკის ტრენინგები მიმდინარეობს. 
ბანაკის თემატური მიმართულებებია: 
ინტერპერსონალური კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა; 
ვერბალური კომუნიკაცია; 
არავერბალური კომუნიკაცია; 
კონფლიქტების მართვა;

40-მდე ახალგაზრდა ამჯერად ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის ხელოვნებას ეუფლება. 
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, არაფორმალური განათლების მიმართულებით აიმაღლონ ცოდნა, აღმოაჩინონ და განავითარონ სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული უნარი აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში ჩასართველად

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ჩამონათვალი

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს:

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), სულხანიშვილის, ხიდის, ბარათაშვილის, გოგჩას, მტკვრის, ჭანტურიას, ორბელიანის, ფურცელაძის, ხიდისთავის, შოთა ნიშნიანიძის, ფხოვის, ათონელის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების  XI მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის და ლევან რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), რეზო ჩხეიძის, შანიძის, ალეკო შენგელიას, პეტრიაშვილის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, უმიკაშვილის, ბარნოვის, ნათია ბაშალეიშვილის, გალის, თერგის, გოგებაშვილის, რჩეულიშვილის, ლარსის, კეკელიძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზტკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო ალექსეევკის  დასახლების (ნაწილობრივ), გუჯეჯიანის (ნაწილობრივ), ბესარიონ ქებურიას, ნინა ხუბულავას, მიხეილ გრიგორაშვილის, შანშიაშვილის, დავითაშვილის და ხვედელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

ჩუღურეთის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.  

 

თბილისში 5 600-ზე მეტ აბონენტს გაზი არ აქვს - აღდგენის დრო

"თბილისი ენერჯის" ცნობით, დედაქალაქში 5666 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

როგორც კომპანიაში ამბობენ, დიღომსა და ნუცუბიძეზე გაზის მიწოდება 15:00 საათზე აღდგება, ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონებში კი 18:00-ზე.

 

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ აქვს - ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

 სამგორის რაიონი, 10:00-დან 14/03 08:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: ლილოს დასახლება I, II მკ/რ , I კვ, II კვ. N1- N8, მე-4 და მე-5 კვარტალს, ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას, ნამორაძის, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის) ქუჩებს.

სამგორის რაიონი, 13/03-ის 22:00-საათზე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს: ვარკეთილი 3, 1 კვვარტალი  N6. წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 14/03/2024 08:00-საათამდე.

ნაძალადევის რაიონში, 13/03-ის 22:00-საათზე წყალმომარაგება შეწყვეტილი ექნება: გვაზაურის ქუჩას (ჩიხებით და შესახვევბით) გურამიშვილის გამზ. N7, N9. წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 14/03/2024 08:00-მდე.

კრწანისის რაიონში, 13/03 21:15-დან 14/03 08:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: გრიგოლ ხანძთელის ქუჩის 15-25 (კენტებს) N34, N36.

საბურთალოს რაიონში, წყალი შეუწყდათ ავარიულად კარმელის ქუჩის N3 თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 14/03 ის 08:00 საათზე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს: შალვა კარმელის ქუჩას.

დიდუბისა და ჩუღურეთის ნაწილს გაზი არ აქვს - ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონში 348-მდე აბონენტს გაზი არ აქვს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ბუნებრივი აირის მიწოდება გასულ ღამეს არაგეგმურად შეწყდა და დღეს, 15:00 საათზე აღდგება.

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ჩამონათვალი

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს:

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, მელიქიშვილის გამზირის, ვერეს დაღმართის, 9 აპრილის, ჯორჯიაშვილის, ჭანტურიას, დიმიტრი ბაქრაძის, ქიაჩელის, ნიკო ნიკოლაძის, ეკალაძის, კოსტვას, ვაშლოვანის, კობახიძის, ბელინსკის, ახვლედიანის, ჭოველიძის, მიმინოშვილის, ხორავას, გურგულიას, თარხნიშვილის, ყაზბეგის, ტატიშვილის, ბარნოვის, სვანიძის, თაბუკაშვილის და პუშკინის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II, IV მიკრორაიონების, ნუცუბიძის, გამრეკელის, მუხრან მაჭავარიანის, ზემო  ვეძისის,  ცაცხვების, ინტენსიფიკაციის, კაპანელის, ჭილაძის, ჯაფარიძის, ხომლის და ჩარკვიანის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სარაჯიშვილის, ილორის, ნოზაძის, ქერჩის, ზარზმის, იპოლიტოვ-ივანოვას და ჭელიძის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის II, III, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ),  დრანდის, ბერთუბნის, ხევისპირის, ფარსმან ქველის, ნანეიშვილის, კეცხოველის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე აფხაზის, დიუმას, ცინცაძის, პუშკინის, დადიანის, ხაზინის, ფხოვის, ფურცელაძის, ვეკუას, ბარათაშვილის და ნადიკვარის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის II დასახლების, ოქროყანის დასახლების, კრწანისის, ვოლსკის, ორთაჭალის, ასათიანის და ჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.   

სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების გამო, საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა

თბილისის დიდუბის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მომხდარი აფეთქების გამომწვევ მიზეზად, წინასწარი ვერსიით, ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

აფეთქება გვიან ღამით მოხდა სამტრედიის ქუჩის #2-ში მდებარე, 4-სადარბაზოიანი კორპუსის მე-3 სადარბაზოში. მსხვერპლი არ არის. დაზიანებულია რამდენიმე ბინა და შენობის სიახლოვეს გაჩერებული ავტომობილები. აფეთქების ტალღამ კორპუსის სხვა სადარბაზოების ბინებში ფანჯრები ჩაამსხვრია.

თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველადი დათვალიერებით, გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. აფეთქება მოხდა შენობის პირველ სართულზე მდებარე კომერციულ ფართში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

კორპუსიდან ყველა მცხოვრები გაიყვანეს. შენობის მდგომარეობა ექსპერტებმა უნდა შეაფასონ.

განახლება: 14 მარტს, დილის 9 საათისთვის თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია:

„დაზარალებული მოსახლეობა შენობიდან დროულად გამოიყვანეს. მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.

კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსს დაუბრუნდება, თუ კორპუსის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ.

პირველივე წუთებიდან, ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები, ისე დედაქალაქის მერიისა და დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები“,-აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აფეთქება სამტრედიის ქუჩაზე - კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა

თბილისის მერიის განცხადებით, დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2-ში, კორპუსში, სადაც დილით აფეთქება მოხდა 93 ოჯახი ცხოვრობს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ევაკუირებული მოქალაქეები, მერიის ცნობით, სასტუმროებში გადაიყვანეს.

"დაზარალებული მოსახლეობა შენობიდან დროულად გამოიყვანეს. მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო. კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსს დაუბრუნდება, თუ კორპუსის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ", - წერია განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

16 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსი N301 მარშრუტზეც იმოძრავებს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 16 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N301 მარშრუტზე იმოძრავებენ.

"16 მარტიდან N301 მარშრუტზე დაიწყებს მგზავრების მომსახურებას 18 მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ავტობუსები ემირ ბურჯანაძის ქუჩიდან, თბილავიამშენის მიმდებარედ, რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირების გავლით, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩამდე იმოძრავებენ", - თქვა კალაძემ.

მისი თქმით, ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე იმ მარშრუტებზე გადის, სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდება.

სამგორის მოსახლეობის ნაწილს წყალი 22 საათით შეუწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით,  სამგორის რაიონში  ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების გამო,  13/03 10:00-დან 14/03 08:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ლილოს დასახლება I, II მკ/რ , I კვ, II კვ. N1- N8, მე-4 და მე-5 კვარტალს, ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას, ნამორაძის, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის) ქუჩებს.

ისნის რაიონის ნაწილს გაზი არ აქვს - აღდგენის დრო

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ისნის რაიონში 300-მდე აბონენტს გაზი არ აქვს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ბუნებრივი აირის მიწოდება გასულ ღამეს არაგეგმურად შეწყდა და დღეს, 15:00 საათზე აღდგება.