... ... hotnews.ge - დედაქალაქი

დიდუბისა და ჩუღურეთის ნაწილს გაზი არ აქვს - ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონში 348-მდე აბონენტს გაზი არ აქვს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ბუნებრივი აირის მიწოდება გასულ ღამეს არაგეგმურად შეწყდა და დღეს, 15:00 საათზე აღდგება.

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ჩამონათვალი

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს:

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, მელიქიშვილის გამზირის, ვერეს დაღმართის, 9 აპრილის, ჯორჯიაშვილის, ჭანტურიას, დიმიტრი ბაქრაძის, ქიაჩელის, ნიკო ნიკოლაძის, ეკალაძის, კოსტვას, ვაშლოვანის, კობახიძის, ბელინსკის, ახვლედიანის, ჭოველიძის, მიმინოშვილის, ხორავას, გურგულიას, თარხნიშვილის, ყაზბეგის, ტატიშვილის, ბარნოვის, სვანიძის, თაბუკაშვილის და პუშკინის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II, IV მიკრორაიონების, ნუცუბიძის, გამრეკელის, მუხრან მაჭავარიანის, ზემო  ვეძისის,  ცაცხვების, ინტენსიფიკაციის, კაპანელის, ჭილაძის, ჯაფარიძის, ხომლის და ჩარკვიანის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სარაჯიშვილის, ილორის, ნოზაძის, ქერჩის, ზარზმის, იპოლიტოვ-ივანოვას და ჭელიძის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის II, III, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ),  დრანდის, ბერთუბნის, ხევისპირის, ფარსმან ქველის, ნანეიშვილის, კეცხოველის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე აფხაზის, დიუმას, ცინცაძის, პუშკინის, დადიანის, ხაზინის, ფხოვის, ფურცელაძის, ვეკუას, ბარათაშვილის და ნადიკვარის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის II დასახლების, ოქროყანის დასახლების, კრწანისის, ვოლსკის, ორთაჭალის, ასათიანის და ჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.   

სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების გამო, საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა

თბილისის დიდუბის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მომხდარი აფეთქების გამომწვევ მიზეზად, წინასწარი ვერსიით, ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

აფეთქება გვიან ღამით მოხდა სამტრედიის ქუჩის #2-ში მდებარე, 4-სადარბაზოიანი კორპუსის მე-3 სადარბაზოში. მსხვერპლი არ არის. დაზიანებულია რამდენიმე ბინა და შენობის სიახლოვეს გაჩერებული ავტომობილები. აფეთქების ტალღამ კორპუსის სხვა სადარბაზოების ბინებში ფანჯრები ჩაამსხვრია.

თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველადი დათვალიერებით, გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. აფეთქება მოხდა შენობის პირველ სართულზე მდებარე კომერციულ ფართში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

კორპუსიდან ყველა მცხოვრები გაიყვანეს. შენობის მდგომარეობა ექსპერტებმა უნდა შეაფასონ.

განახლება: 14 მარტს, დილის 9 საათისთვის თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია:

„დაზარალებული მოსახლეობა შენობიდან დროულად გამოიყვანეს. მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.

კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსს დაუბრუნდება, თუ კორპუსის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ.

პირველივე წუთებიდან, ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები, ისე დედაქალაქის მერიისა და დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები“,-აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აფეთქება სამტრედიის ქუჩაზე - კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა

თბილისის მერიის განცხადებით, დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2-ში, კორპუსში, სადაც დილით აფეთქება მოხდა 93 ოჯახი ცხოვრობს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ევაკუირებული მოქალაქეები, მერიის ცნობით, სასტუმროებში გადაიყვანეს.

"დაზარალებული მოსახლეობა შენობიდან დროულად გამოიყვანეს. მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო. კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსს დაუბრუნდება, თუ კორპუსის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ", - წერია განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

16 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსი N301 მარშრუტზეც იმოძრავებს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 16 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N301 მარშრუტზე იმოძრავებენ.

"16 მარტიდან N301 მარშრუტზე დაიწყებს მგზავრების მომსახურებას 18 მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ავტობუსები ემირ ბურჯანაძის ქუჩიდან, თბილავიამშენის მიმდებარედ, რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირების გავლით, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩამდე იმოძრავებენ", - თქვა კალაძემ.

მისი თქმით, ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე იმ მარშრუტებზე გადის, სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდება.

სამგორის მოსახლეობის ნაწილს წყალი 22 საათით შეუწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით,  სამგორის რაიონში  ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების გამო,  13/03 10:00-დან 14/03 08:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ლილოს დასახლება I, II მკ/რ , I კვ, II კვ. N1- N8, მე-4 და მე-5 კვარტალს, ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას, ნამორაძის, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის) ქუჩებს.

ისნის რაიონის ნაწილს გაზი არ აქვს - აღდგენის დრო

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ისნის რაიონში 300-მდე აბონენტს გაზი არ აქვს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ბუნებრივი აირის მიწოდება გასულ ღამეს არაგეგმურად შეწყდა და დღეს, 15:00 საათზე აღდგება.

 

18-მეტრიანი ავტობუსები 9 მარტიდან N314 მარშრუტზე გავა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს 9 მარტიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები დაემატება, რომლებიც N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე იმ მარშრუტებზე გადის, სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდება.

„9 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურებიან. როგორც მოგეხსენებათ, 12-მეტრიანთან შედარებით, 18-მეტრიან ავტობუსს 86 პროცენტით მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ თავდაპირველად სწორედ ის მიმართულებები შევარჩიეთ, სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდებოდა. პირველ რიგში, ახალი ავტობუსები სწორედ ამ მარშრუტებზე გავუშვით, რომ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალება მოგვეცეს. N302 და N308 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები უკვე მოძრაობენ, 9 მარტიდან კი ავტობუსები გავა N314-ზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ახალი ავტობუსები 16 მარტიდან N301 მარშრუტზე იმოძრავებენ.

დიდუბის რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში რეგისტრაციისთვის საინფორმაციო ჯიხურები განთავსდა

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე პირველი აპრილიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, პირველი მარტიდან კონკრეტულ მისამართებზე უკვე განთავსებულია საინფორმაციო ჯიხურები.

„კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ პირველი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ საცხოვრებელ სახლებთან უფასოდ გააჩერონ ავტომანქანები, ადგილობრივ მცხოვრებლებს მოვუწოდებ, დროულად მიმართონ განთავსებულ პავილიონებს და დაარეგისტრირონ ავტომობილები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დაასახელა მისამართები, სადაც მოქალაქეები აღნიშნულ მომსახურებას მიიღებენ. კერძოდ, პავილიონები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე: წერეთლის გამზირი N118 (საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარედ); წერეთლის გამზირი N12ა-ს მიმდებარედ; წერეთლის გამზირი N116; წერეთლის გამზირი N76; წერეთლის გამზირი N48; წერეთლის გამზირის N140 (მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ); წყალტუბოს ქუჩა N10.

მისი თქმით, პავილიონები მუშაობს ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა, 09:00-დან 18:00 საათამდე.

მოსკოვის გამზირზე ასფალტის საფარის მოწესრიგება - რეაბილიტაციის სამუშოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე, კორპუსი N42-ისა და N44 -ის მიმდებარედ ასფალტის საფარის მოწესრიგება - რეაბილიტაციის სამუშოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ეწყობა აგრეთვე ახალი ბორდიურებიც, სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 114 566 ლარია გათვალისწინებული.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.

ვის დაუფინანსებს მერია სწავლას გაზაფხულის სემესტრში

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.

„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.

გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ