... ... hotnews.ge - ჩვენ მკაცრად ვგმობთ სასტიკ და უგუნურ თავდასხმას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე - პრემიერი

ჩვენ მკაცრად ვგმობთ სასტიკ და უგუნურ თავდასხმას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე - პრემიერი

ჩვენ მკაცრად ვგმობთ სასტიკ და უგუნურ თავდასხმას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენი აზრებით ვართ მასთან და სლოვაკეთის ხალხთან ამ რთულ პერიოდში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალში არის გადაყვანილი. ინციდენტი ბრატისლავიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ მოხდა.

რობერტ ფიცოზე თავდამსხმელი დაკავებულია.

YOU MAY LIKE