... ... hotnews.ge - ზუკა ბერძენიშვილს ტვინის შერყევა აქვს, შსს-მ გამოძიება დაიწო

ზუკა ბერძენიშვილს ტვინის შერყევა აქვს, შსს-მ გამოძიება დაიწო

სასტიკად ნაცემი სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი "ბოჭორიშვილის" სახელობის კლინიკაშია მოთავსებული, მას ტვინის შერყევა აღენიშნება. ექიმები ამ წუთებში ადგენენ, აქვს პაციენტს მოტეხილობები. 

ექიმი ილია ოქროჯანაშვილი ამბობს, რომ კვლევების დასრულების შემდეგ,  გადაწყვეტენ, დატოვებენ თუ არა ზუკა ბერძენიშვილს კლინიკაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ანგარიშსწორებას გულისხმობს. 

გომელაურის უწყებას საქმეზე დაკავებული არ ჰყავს. პოლიცია არ მისულა ზუკა ბერძენიშვილის მეზობელთან, რომლის კამერამაც სავარაუდოდ თავდასხმა გადაიღო. 

პოლიციამ იცის იმ ავტომობილის მარკა და სანომრე ნიშანიც, სადაც ე.წ. ზონდერები ისხდნენ და ზუკა ბერძენიშვილის სახლიდან გამოსვლას ელოდებოდნენ. 

ნაცემი აქტივისტის მეგობრის, სალომე ბარკერის ცნობით, ბერძენიშვილს ფიზიკურად სამი ადამიანი გაუსწორდა. 

თავად ზუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ სასტიკად ცემის დროს, მას ერთ-ერთი თავდამსხმელი ფიზიკური ანაგარიშსწორებით დაემუქრა.

თავდასხმიდან ერთი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი ჰყავდა მოხსენიებული. 

 

YOU MAY LIKE