... ... hotnews.ge - საბჭოთა ტანკში ოქრო იპოვა

საბჭოთა ტანკში ოქრო იპოვა

ბრიტანელმა მამაკაცმა, ინტერნეტის მეშვეობით, საბჭოთა ტანკი Т-55 იყიდა და მასში 5 კილოგრამი ოქრო აღმოაჩინა. 62 წლის ბიზნესმენი ნიკ მიდი სამხედრო ტექნიკის კოლექციას აგროვებს.არსენალში, რომელიც ნორტჰემპტონშირში, მის ფერმაშია განთავსებული, დაახლოებით, 300 ტანკი და სხვა საბრძოლო მანქანა შედის. მსურველებს ის ამ ტექნიკით გასეირნებასაც სთავაზობს, რასაკვირველია, გარკვეული ანაზღაურების საფუძველზე. დაახლოებით, შვიდი წლის წინ, მან ინტერნეტ-აუქციონზე ირანული ტანკი იყოდა, რომელიც საბჭოთა Т-55-ის ბაზაზეა შექმნილი. ნიკმა მასში 30 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა. ტანკის შესწავლისას, შიგნით 5-კილოგრამიანი ოქროს ზოდები აღმოაჩინა, რომელიც წინა მფლობელმა რატომღაც ვერ შენიშნა. მიდმა არ იცოდა, რა ექნა ამ აღმოჩენისთვის და ოქრო პოლიციაში მიიტანა. სამართალდამცავებმა ზოდები ანალიზისა და შენახვის მიზნით დაიტოვეს. მას შემდეგ, მამაკაცს ის თვალით აღარ უნახავს. ოქრო კი კუვეიტური აღმოჩნდა,გაირკვა, რომ 1991 წლის მოვლენების დროს მოიპარეს და ასე აღმოჩნდა საბრძოლო მანქანაში. ნიკი ნანობს, რომ ნაპოვნი ოქრო პოლიციას ჩააბარა, რადგან ხელცარიელი დარჩა.

YOU MAY LIKE