... ... hotnews.ge - მეთევზეებს ნაგვის „დაჭერაში“ ფულს გადაუხდიან

მეთევზეებს ნაგვის „დაჭერაში“ ფულს გადაუხდიან

ინდონეზიელებმა ოკეანის ნაგვისგან გასაწმენდად უჩვეულო პროგრამა დაიწყეს. ერთი თვის განმავლობაში, ქვეყნის საზღვაო საქმეთა და მეთევზეობის სამინისტრო 10 დოლარს გადაუხდის კვირაში მათ, რომლებიც ყოველდღიურად, წყალში 4 კილოგრამ ნაგავს „დაიჭერს“. ამ აქციაში მონაწილეობის სურვილი უკვე 1700-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, იქაური მეთევზეები კვირაში 9 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, ამიტომ ხელისუფლების წინადადება მათთვის ხელსაყრელია. აღსანიშნავია, რომ ინდონეზია ოკეანის პლასტმასით დაბინძურების ლიდერია მსოფლიოში. სპეციალისტთა გათვლებით, პოლიმერული ნარჩენების გადაყრა თუ ასეთი ტემპებით გაგრძელდება, 2050 წლისთვის, ნაგვის მასა ოკეანეში თევზის მასას გადააჭარბებს.

YOU MAY LIKE